Monday, May 20, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა



1.პროექტის სახელწოდება
როგორ გადაწყდა ქართლის ბედი? 
2.პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეები გაეცნონ ეპოქის მტკივნეულ პრობლემას, გაავლონ პარალელები თანამედროვეობასთან.
3.პროექტის აქტუალობა
პროექტში წამოჭრილი პრობლემა აქტუალურია დღესაც. ისტორიული პარალელები ცხადყოფს, რომ არც 21-ე საუკუნეშია დაცული საქართველოს სუვერენული უფლებები. მოსწავლეები პროექტის დაწერისას გაიღრმავებენ ისტორიულ ცოდნას, გამოიკვლევენ საქართველოს ისტორიის მტკივნეულ ეპოქას და გაავლებენ პარალელებს თანამედროვეობასთან.
4.პროექტის მიზნები
ქართულ მწერლობაში შექმნილია მრავალი ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას.
ამ პროექტის მიზანია ბავშვებმა შეძლონ მეტი ინფორმაციის მოძიება, ვიდრე ეს სასკოლო მასალას შეუძლია. ეს დაეხმარება მოსწავლეებს აღწერონ ის გზა, რაც ამ ორმა ქვეყანამ გაიარა.
პროექტის მიზანია განუვითაროს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის მოძიების, კვლევის, დახარისხების, ანალიზის უნარ-ჩვევები.
5.მონაწილეთა ასაკი
პროექტში მონაწილეობენ 14-15 წლის მოსწავლეები
6.ვადები/ხანგრძლივობა
პროექტის ხანგრძლივობა 2 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, ძიების, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების უნარ-ჩვევები.
პროექტის შედეგად შეიქმნება ორი ერის ურთიერთობის ამსახველი ჩანაწერი, თვალსაჩინოებებით,ისტორიული თარიღებით და გეოგრაფიული მდებარეობის აღწერით, რაც დაეხმარებათ უფრო ნათელი წარმოდგენა  შეექმნათ აგრესორზე.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები                                                                                                                      სახელმძღვანელო, ისტორიული წყაროები, საგაზეთო სტატიები, ინტერნეტში მოძიებული მასალები, შეხვედრა ისტორიკოსებთან, ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებით მოძიებული მასალები.
9. პროექტის მსვლელობა
დავყოფ კლასს 3 ჯგუფად და მივცემ თითოეულ ჯგუფს ინდივიდუალურ დავალებას. პირველი ჯგუფი მოიძიებს ლიტერატურაში შექმნილ ნაწარმოებებს ამ პრობლემაზე. მეორე ჯგუფი მოიძიებს ისტორიულ წყაროებს, დოკუმენტურ მასალებს, თვალსაჩინოებებს, ვიდეოებს. მესამე ჯგუფი მოაწყობს შეხვედრებს, გააკეთებენ ჩანაწერებს აღნიშნულ საკითხებზე.
მოხდება პროექტის გეგმის სემუშავება ჯგუფში.
აირჩევენ პრეზენტატორს და პასუხისმგებელ პირს.
საბოლოოდ პროექტს წარადგენენ აუდიტორიის წინაშე.
პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული ენა და ლიტერეტურა-ისტორია-გეოგრაფია, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი.
11.პროექტის ხელმძღვანელი
მაია ბერბერაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
maiaberberashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
maiaberberashvili.blogspot.com


No comments:

Post a Comment